რას ვუსმინოთ #005

Reality – ვლადიმირ კოსმა.

ფრანგული ფილმების საუნდტრეკები ძალიან მიყვარს. ვისაც გახსოვთ “სათამაშო,” “მამები,” “უიღბლონი,” “ურჩხული,” – ამ ფილმებში სულ ერთი კომპოზიტორის მუსიკაა და ესაა კოსმა. Reality არის ფილმიდან “ბუმი” რომელიც სოფი მარსოს პირველი როლია (აქ 14 წლისაა). ჰო, ფილმსაც გირჩევთ ისე…

Private Investigations – დაიარ სტრეიტსი

როკ-მუსიკაში არც ისე ბევრია ისეთი სიმღერა რომლის მუსიკაც საინტერესოა და ტექსტიც. ამ სიმღერაში ნაამბობია კერძო გამომძიებლის ისტორია რომელიც უცნობი ადამიანის დღიურს გადააწყდა და იქ ისეთები ამოიკითხა რამაც საერთოდ ცხოვრებაზე აუცრუა გული. პლიუს ამას მუსიკაც კარგია და შესრულებაც.მარკ ნოპფლერი ხომ ერთ-ერთი უმაგრესი გიტარისტია.

Красная смородина – ლენინგრადი.

ამ ძალიან ლაღმა და უწმაწურმა ჯგუფმა ეს სიმღერა ჩეჩნეთის ომში დაღუპულებს მიუძღვნა. უძლიერესი კლიპია რომელშიც ჩანს გაჭირვებული რუსული სოფლის ყოფა და იქვე ჩანს როგორ მიერეკებიან საომრად ამ სოფელში გაზრდილ ბიჭებს. არ უჩანს ბოლო ომებს რუსეთში, მაგრამ მაინც რჩება იმედი რადგან ომში მიმავალი ჯარისკაცი პატარა ბიჭს ფისოს უწვდის.

ინათებს მალე – რევაზ ლაღიძე.

ქართულ ფილებმში ბრწყინვალე საუნდტრეკებია და საერთოდ ქართველები მუსიკალური ხალხი ვართ. საუნდტრეკებიდან და სიმღერებიდან ეს შევარჩიე, ლამაზი სიმღერაა საკმაოდ საინტერესო და ჭკუის სასწავლებელი ფილმიდან. ალბათ იმიტომაც შევარჩიე რომ არ მინდა ეს სიმღერები და ეს ფილმები ახალ თაობას დაავიწყდეს.

Hard Woman – მიჯ ჯაგერი

მინდოდა რაიმე ჩემი საყვარელი “როლინგებიდან” დამედო, მაგრამ არჩევანი ძალიან დიდია და გამიჭირდა. შემდეგ გამახსენდა რომ ჯაგერს აქვს ბრწყინვალე სიმღერა ბრწყინვალე კლიპით. ეს სიმღერა იმიტომაცაა სახალისო რომ ცნობილი მექალთანე მოგვითხრობს ქალზე რომელმაც აქეთ გაამწარა.

თორნიკე შარაშენიძე – GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი / პროფესორი / შესავალი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებებში


Comments are closed.