ვინ და რა განსაზღვრავს ხელოვნებას? როგორი იქნება აღდგენის პროცესი უხილავი ვირუსის დამარცხების შემდეგ? ეს არის კითხვები, რომელზეც ვფიქრობთ იზოლაციის პირობებსა და ახალი მსოფლიო წყობის გაჩენის მოლოდინში. პანდემიაზე, გამაერთიანებელი გრძნობის,შიშის და შფოთვის პარალელურად ყველა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს – კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე (უმცირესობა) ცდილობს განუდგეს ამ მოვლენებს და ვითარება გაანალიზოს, ზოგი შეთქმულების თეორიებით არის მოცული,ზოგი TikTok-ით ცდილობს თვითდამკვიდრებას ან გართობას და ა.შ. თუმცა, არის რაც უმრავლესობას აერთიანებს – განსაკუთრებით პოპულარული ხდება რომანები ეპიდემიებსა და პანდემიებზე. ესეთი ლიტერატურა უზრუნველყოფს გაქცევას, შვებას, კომფორტს . რომანებს პანდემიაზე კითხულობენ, როგორც გზამკვლევს დღევანდელი სიტუაციისთვის და, მართლაც, ის იძლევა რეალისტურ ქრონოლოგიურ პროგრესიას პირველი სიმპტომებიდან დაწყებული საზარელი კულმინაციითა და ნორმალური ვითრების დაბრუნებით. ასეთი რომანი არაერთი შეიძლება ჩამოვთვალოთ – დანიელ დეფოს „შავი ჭირის წელიწადის დღიური“(1722 ) რომელშიც მოთხრობილია 1665 წელს ლონდონში შავი ჭირის ეპიდემიის შესახებ. ალბერ კამიუს „შავი ჭირი,“ სადაც ქალაქი ორანი, ალჟირში, მთლიანად იხურება, სანამ შავი ჭირი ანადგურებს ქალაქის მოსახლეობას. პარალელები დღევანდელ კრიზისთან უხვად არის. რა შეიძლება იყოს უფრო დრამატული ვიდრე ეპიდემიის snapshot-ი პროცესში, როდესაც დაძაბულობა და ემოციები ძლიერდება, ხოლო გადარჩენის ინსტინქტი აქტიურდება. გადრჩენა, იზოლაცია, ერთობა და სიყვარული განიხილება ამ წიგნებში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის შეგრძნება, რომელიც ყველას გვეუფლება – ჩვენ გამოვიარეთ ეს და ჩვენ გადავრჩით.
ისტორიულად პანდემიები, იშვიათად, არის წარმოდგენილი სახვით ხელოვნებაში.ამას თავისი მიზეზები აქვს. თუმცა, ჩვენი დროის არტისტებს ამაზე განსხვავებული პოზიცია აქვთ. არაპროფესიონალისთვისაც ნათელია, რომ თანამედროვე ხელოვნება რეფლექსურობით გამოირჩევა. ამას კარგად ხსნის ცნობილი ფრანგი კურატორი და კრიტიკოსი ნიკოლა ბურიო „ბუნებისა და კულტურის კანონიკური დასავლური გამიჯვნის დასასრულის აღიარებით ანთროპოლოგიამ და თანამედროვე ხელოვნებამ მოიცვა ცხოველები, მცენარეები, მინერალები, მანქანები. ხდება კულტურის რეინტეგრირება ბუნებაში და პირიქით. ანთროპოსინის ფენომენმა შეუწყო ხელი ამის გაგებას, რადგანაც ადამიანის მოღვაწეობის ზეგავლენა ბუნებაზე ბადებს ურთიერთდამოკიდებულ სამყაროს, ხელოვნება გახდა ანთროპოლოგიური კველვა გლობალური სიცოცხლის, რომელიც აკავშირებს ადამიანს, სულიერს და უსულოს“ .Nicolas Bourriaud 2019
დღეს ხელოვანები ეხმიანებიან ნებისმიერ მნიშვნელოვან მოვლენას და პანდემიაც არ არის გამონაკლისი. არის ერთგვარი ირონია იმაში, რომ Coronavirsus-ით განპირობებული ზომების შედეგად გადადებულ ან გაუქმებულ გამოფენებს შორის იყო პროექტები, რომლებიც უშუალოდ პანდემიასა და ეპიდემიების თემას უკავშირდებოდა. საინტერესოა იმ არტისტების აზრი, რომლებმაც ეს თემა წინსწრებათ ამოირჩიეს. რა როლს უნდა თამაშობდეს ხელოვნება და არტისტები დღევანდელ ვითარებაში?!
“A Cluster of 17 Cases” ლეიდენის მეცნიერებისა და მედიცინის მუზეუმში Rijksmuseum Boerhaave უნდა გახსნილიყო 2020 წლის აპრილში, მაგრამ პანდემიით განპირობებული lockdown -ს შედეგად ვერ შედგა, ისევე როგორც სიბილ ნიმეერის პროექტი “Voicing Acquires” – ვირუსის კარტოგრაფიული აღწერილობა (ბერლინში)
ეს ნამუშვრები გახლდა “Contagious Cities” (ინფიცირებულული ქალაქები)- პროექტის ნაწილი, რომელსაც ფონდი Wellcome უწევდა კორდინირებას 2018 წელს ე.წ. ესპანური გრიპის( Spanish flu) პანდემიის 100- წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში.
პროექტის მიზანი იყო პანდემიებსა და ეპიდემიაზე დისკუსიების ინსპირირება. ნიუ-იორკის, ბერლინისა და ჰონკონგის გამოფენების და თანხმლები ღონისძიებებისთვის შეარჩიეს არტისტები, რომლებიც ფოკუსირებული იყვნვნენ ერთი კონკრეტული ქალაქის ეპიდემიის ისტორიაზე. მაგ. მე-19 საუკინის ტუბერკულოზის ეპიდემია ნიუ-იორკში, 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიის ისტორია ფილადელფიაში და სარსის ვირუსის 2003 წლის ეპიდემია ჰონკოგში. პროექტმა გამოავლინა რამდენად მოუმზადებელი იყო კაცობრიობა პანდემიისთვის. ასე, რომ მომავალი კი არ უნდა ვიწინასწარმეტყველოთ, არამედ მოვემზადოთ მისთვის, მაგრამ COVID-19-მა დაგვანახა რომ ჩვენ ისევ არ ვართ მზად- გვეუბნებიან პროექტში მონაწილე არტისტები.
“A Cluster of 17 Cases”, გაერთიანებულ სამეფოში ჩამოყალიბებული მხატვართა ჯგუფის “Blast Theory” -ს პროექტია.ეს ჯგუფი ინტერაქტიული ხელოვნების საშუალებით იკვლევს სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს. “Blast Theory”-ს წევრები მეთ ადამსი, ჯუ როუ ფარი , და ნიკ ტანდავანტიჯი იყვნენ პირველი არტისტები, რომლებსაც მიეცათ საშუალება გარკვეული დრო გაეტარებინათ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სტრატეგიული ოპერაციების ცენტრში, რომელიც ჟენევაში მდებარეობს. ცენტრი აწარმოებს ეპიდემიების მონიტორინგს მსოფლიოს მასშტაბით და კოორდინირებას უწევს საერთაშორისო ერთობლივ საპასუხო ქმედებებს ეპიდემიების დროს.” Blast Theory”-ს არტისტები იკვლევდნენ 2003 წლის სარსის ვირუსის ეპიდემიის გავრცელებას და მასთან დაკავშირებულ უამრავ საკითხს. ჯგუფის წევრებს იმედი აქვთ რომ ივნისში მუზეუმი გაიხსნება და ვიზიტორებს ექნება საშუალება იხილოს მათი პროექტი
“დღეს შიშისა და გაურკვევლობის სიტუაციაში, ისევე როგორც COVID-19-ის გარშემო არსებულ დეზინფორმაციის ნაკადში, ჩვენ გვსურდა გაგვეზიარებინა კვლევის შედეგები, რომელიც ჩავატრეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. იმედი გვაქვს რომ ეს პროექტი დაგანახებთ, თუ რამდენი რამ შეიძლება ვისწავლოთ წარსულიდან სწორი ანალიზის საფუძველზე.
ჯერ კიდევ 2017 წელს “Blast Theory” ყურადღება სარსის ეპიდემიამ მიიპყრო. სწორედ მაშინ იყვნენ ისინი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში. პროექტი სახელწოდებით “A Cluster of 17 Cases” მოგვითხრობს დრამატულ ისტორიას 17 ადამიანზე, რომლებიც უნებლიეთ გახდნენ ინფექციის გამავრცელებლები მხოლოდ იმის გამო რომ ჰონკონგის Metropole ოტელში იმყოფებოდნენ. 2003 წლის 21 თებერვალს ჩინელი ექიმი, რომელიც რესპირატორული ინფექციის სიპტომები აღენიშნებოდა ჩამოვიდა ჰონკონგშიდა და დასახლდა ”Metropole” ოტელის მე-9 სართულზე. სწორედ ის იყო იფექციის პირველ წყარო, რომლისგანაც ოტელის მე-9 სართულზე მაცხოვრებელი 17 ადამიანი დაინფიცირდა. მეორე დილას უკვე დავირუსებული ადამიანები მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქებში გაფრინდნენ: ვანკუვერი, სინგაპური და ა.შ. ასე იფეთქა სარსის ეპიდემიამ. უმძიმეს კონდიციაში მყოფი ეს ადამიანები სიკვდილის წინ ცდილობდნენ გაეხსენათ ყველა ადამიანი ვისთანაც ურთიერთობა მოასწრეს სიმპტომების გამოვლენამდე და თუ ვინმე გამორჩებოდათ ის უკვე განწირული იყო. ამ ისტორიას გამოფენის მნახველები ისმენენ ყურსასმენებით ვიდრე სასტუმროს მე-9 სართულის ალუმინის მოდელს ათვალიერებენ. “Blast Theory” -ს წევრი არტისტი, ნიკ ტადავანიჯი, (Nick Tandavanitj) გვიხსნის რომ შეჩერდნენ ამ საბედისწერო შემთხვევაზე ვინაიდან ეს ნებისმიერს შეიძლება შეემთხვას. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ნაწარმოები, რომელიც აგრძნობინებდა დამთვალიერებელს იმას რაც გადაიტანა იმ ხალხმა, ვინც ეპიდემიას პირისპირ შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველამ გამოვცადეთ თუ რა არის პანდემია, Covid-19 მოვლენის მასშტაბი და ციფრები მაინც ართულებს კავშირს განცდის კუთხით თითოეულ ტრაგედიასთან, რომელიც ამ ციფრების მიღმა დგას.
ენჯელა სუ, არტისტი, რომელიც პანდემიას თავის პროექტებში პოლიტიკური პრიზმის ჭრილშიც განიხილავს. ეპიდემიის დროს ის ჰონკონგში იმყოფებოდა მისი აღწერით ჰოკონგის ქუჩები 2019 წლის ბოლოსთვის განსრისხებულ გაყოფილ დისტოპიად გადაიქცა სადაც საპროტესტო მუხტმა ქალაქი ორ ნაწილად გაყო- მოსახლეობა და პოლიცია. ავტორიტალიზმი სუს სამივე პროექტის წამყვანი თემაა Contagious Cities ფარგლებში. სუ გვიხსნის, რომ ეს გამაფრთხილებელი ისტორიაა ყველასთვის დღევანდელ ვითრებაში. ჰონკონგის მაგალითზე ის გვაჩვენებს, როგორ გაუცვალა შეშინებულმა საზოგადოებამ სახელმწიფოს თავისუფლება და პირადი ცხოვრება ვირუსისგან დაცვის სანაცვლოდ.
ფილმში “ Cosmic Call “ არტისტი, სუ, იყენებს საბედისწერო კომეტის იდეასა და ამით უპირისპირდება სტანდარტულ დასავლურ ნარატივს, რომ ინფექციები ჩამოაქვთ უცხოელებს შორეული ეგზოტიკური ქვეყნებიდან. დღეს ყველა ქვეყანას თავისი ნარატივი აქვს ამბობს სუ და ეს ასევე ისახება ინფიცირებისა და გადარჩენის მაჩვენებლებზე.
სამწუხაროდ, იმის გამო რომ მიკრობები და ვირუსები უმეტესად უხილავია ჩვენ ბრალს ვდებთ სხვებს, უცხოელებს. ამის მაგალითებია რასისიტული თავდასხემები ჩინელებზე ევროპაში და პირიქით. პროექტში მონაწილე არტისტების აზრით, ვირუსი ნამდვილად ბადებს ავადმყოფობას, მაგრამ გავრცელებაზე პასუხისმგებელი ზოგიერთი ქვეყნის ლიდერების აროგანტულობა, სიჩლუნგე და სიხარბეა. არტისტები აღნიშნავენ, რომ პანდემიამ გამოავლინა არა მარტო მოუმზადებლობა არამედ სერიოზული ბზარები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში.
პანდემიასთან ბრძოლის პირველადი ზომების წარმატებას ენჯელა სუ აწერს არა მთავრობებსა და ლიდერებს, არამედ ჰონკონგის საზოგადოებას. ეს იყო სარსის გამოცდილებაზე ნასწავლი საზოგადოების რეაქცია დაეხმარონ ერმანეთს. ”Contagious Cities” მსგავსი პროექტი დღესაც აქტუალურია, მაგრამ არსებული ვითრებიდან გამომდინარე განხორციელება რთულია. გალერეები დახურულია, დაფინანსება შეწყვეტილი, ხოლო თვითდასაქმებული მხატვრისთვის პრიორიტეტი გადარჩენაა. თუმცა, იმ დროს როდესაც ქუჩები ცარიელია და მოძრაობა ყველა გაგებით შეჩერებული, ონლაინ კომუნიკაცია იძლევა ახალ საშუალებას გაერთიანებისთვის.
პროექტის კიდევ ერთი მონაწილის სიბილ ნიმეიერის (Sybille Neumeyer) აზრით, ამ ახალ ვითრებაში იკვეთება გალვანიზაციის პერსპექტივაც. სახელოვნებო ინსტიტუციები დიდ ენერგიას ხარჯავენ, რათა გაიკლიონ და აღმოაჩინონ ახალი გზები. აქვე მას მოჰყავს გერმანიის მაგალითი – ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დღევანდელი კრიზისის პირობებში კულტურისთვის 50 მილიარდი გამოყო.
სოციალური კონტაქტების შეზღუდვის პირობებში ხელოვნება შეიძლება გახდეს საზიარო პლატფორმა ემოციური და კრიტიკული გამოძახილისთვის მიმდინარე მოვლენების მიმართ. „ჩვენ არ უნდა ვიყოთ ექსპერტები, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი მოსმენა, ჩვენ უნდა განვავითროთ კრიტიკული დამოკიდებულება ინფორმაციის მიმართ, ასეთი აზროვნება და ფიქრი ერთობლივად დაგვეხმარება მივიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე”-Sybille Neumeyer, 2020
ფაქტია, რომ სხვადასხვა მაჩვენებლების, მიზეზების თუ გარემოებების გათვალისწინებით მსოფლიო არ იყო მზად პანდემიისთვის. მას შემდეგ რაც ეს ყველამ დაინახა დგება უნიკალური მომენტი, შევცვალოთ სისტემები და მიდგომა. უნდა ვისწავლოთ შეცდომებზე, გამოვიყენოთ გამოცდილება და გავითავისოთ აზრი, რომ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში მონაწილეობა ყველამ უნდა მივიღოთ საერთო პლანატაზე, რომელსაც დედამიწა ჰქვია.