რას ვუსმინოთ #003

გია ყანჩელი – სტიქსი (თბილისი 2015)

ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები, რომელიც ძალინ ბევრი სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სცენებზეა შესრულებული. გია ყანჩელმა კომპოზიცია თავის გარდაცვლილ მეგობარ კომპოზიტორებს: ალფრედ შნიტკეს და ავეტ ტარტარიანს მიუძღვნა. 

 Michel Petrucciani – Round Mignight (Live at Stuttgart 1993)

Thelonious Monk-ის კომპოზცია, რომლის ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობს: Miles Davis, Chet Baker თითონ Thelonious Monk, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო 1993 წელს შტუტგარტის ჯაზის სამიტზე  პეტრუჩიანის შესრულებულაა.

Kool & The Gang – Summertime Madness (Live at Chicago 2000)

კომპოზიცია, ყოველთვის მომწონდა თუმცა ამ Live Performance-მა ის უფრო შემაყვარა. არ გამოგრჩეთ მისი ბოლო ნაწილი, სინთეზატორზე Rusty Hamilton-ის შესრულება და ჩადებული ემოცია, ნამდვილად შეუდარებელია.

Teddy Pendergras – Come On With Me / Close The Doors (Live At London 1982)

Teddy drops some sort of sexy vibe.

Georgian Voices (ქართული ხმები) & Bobby McFerrin – Svanuri Nana (Live at Tbilisi Jazz Festival 2004)

ძალიან საინტერესო სინთეზი, რომელშიც კიდევ უფრო ჩანს, როგორი გლობალურია ჩვენი მუსიკალური დიაპაზონი, რამდენად უნივერსალური და უნიკალურია. ორმაგად სასიამოვნოა ასეთი სახის კოლაბორაციის მოსმენა. 

გიორგი ჯაბადარი – რადიო GIPA-ს ხელმძღვანელი


Comments are closed.