რას ვუსმინოთ #002

Five Stairsteps – Ooh Child 

ჩვენს თაობას ალბათ ნაკლებად ახსოვს ეს ჯგუფი… “სოულის პირველი ოჯახი”, ესე ეძახდნენ ჯგუფს 60/70იანი წლების ამერიკაში, რომელიც 5 და-ძმისგან შედგებოდა. (ამბობენ, რომ სწორედ მათი ინსპირაციით, ჯო ჯექსონმა ასევე დააკომპლექტა ჯგუფი მისი 5 შვილის მონაწილეობით, მოგვიანებით ყველასთვის ცნობილი – The Jackson 5).  “Ooh Child” Five Stairsteps-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია სინგლია, რომელიც 1970 წელს გამოიცა. თან სევდიანი, თან იმედის მომცემი – “Some day – We”ll walk in the rays of the beautiful sun” სიმღერის ტექსტი პრობლემების გადალახვასა და ერთიანობაზეა. ყველაფერი გადაივლის და ერთ დღეს ყველა ერთად, ისევ ვისეირნებთ მზის სხივების ქვეშ…. 

Prince – 1999

პრინცი ჩემი საყვარელი არტისტია, ამიტომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩიე მისი ეს სიმღერა. პრინცის ამავე სახელწოდების ალბომი 1982 წელს გამოიცა. 
“Tonight we’re gonna party, like it’s 1999”– დღევანდელი გადმოსახედიდან წარსულის, მაგრამ იმ დროს – მომავლის პერსპექტივა იყო. 

პრინცმა ეს სიმღერა იმ პერიოდში დაწერა, როდესაც მსოფლიო ბირთვულ არამგედონს წინასწარმეტყველებდა. ამბობენ, რომ მან სწორედ ამ მოვლენებს მიუძღვნა სიმღერა: “Everybody’s got a bomb, we could all die any day; But before I let this happen, I’ll dance my life away”

მეორე ვერსიით, ახალ მილენიუმში შებიჯებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მცდარი წამოდგენა ჰქონდა; მათ გააჩნდათ გარკვეული შიშები, ერთ-ერთი ასეთი იყო “Y2K” bug, პრობლემა: მაშინდელი პროგრამისტების აღქმით, 1999 წლის, 31 დეკემბრის მერე, ძალიან გაჭირდებოდა ელექტრონული კალენდარული ბაზის ფორმატირება, რადგან წლების აღრიცხვა მხოლოდ ბოლო 2 რიცხვის ცვლილებით აისახებოდა. ლარი კინგთან ინტერვიუში, პრინცი ამბობს, რომ ამ სიმღერით მას უნდოდა საზოგადოებისთვის იმედი მიეცა, ეს იყო გზავნილი – რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა და რომ 1999 წელს (სინგლის გამოშვების მომენტიდან, დაახლოებით 2 ათწლეულის შემდეგ ), ისინი იცეკვებდნენ როგორც არასდროს:)

Lauren Hill – Tell Him

ერთი love song-ი აუცილებელია:) აქ ბევრს აღარ დავწერ…

Julio Iglesias – La Mer

სიმღერა 1945 წელს დაიწერა და 1966 წელს, მას უკვე 100-ზე მეტი შემსრულებელი ყავდა, სხვადასხვა ენაზე. საფრანგეთში, ეს სიმღერა ედიტ პიაფის “La Vien Rose”-თან ერთად ყველაზე წარმატებულ და გაყიდვად სინგლად ითვლებოდა. 2001 წლისთვის, ამ სიმღერის 4000-მდე ჩანაწერი არსებობდა სხვადასხვა შემსრულებლის მიერ. თუმცა, მე ყურადღებას ხულიო იგლესიასის ამ ვარიანტზე გავამახვილებ, რომელიც მან 1976 წელს შეიტანა საკუთარ ალბომში, არა სტუდიური ჩანაწერის, არამედ ცოცხლად შესრულებულის სახით.

ფილმის “Tinker Tailor Soldier Spy” – რომელიც ცივი ომის პერიოდზეა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური ეძებს ჯაშუშს ერთ-ერთ ოპერაციაში – (WARNING: Spoilers Ahead) ფინალურ სცენაში საბჭოთა კავშირის აგენტს კლავს სნაიპერი და ამ სცენას ხულიო იგლესიასის ცოცხლად შესრულებული “La Mer” გასდევს ფონად, რომელიც ერთი შეხედვით, არაფერ შუაშია მკლველობის სცენასთან, თუმცა, ჩემი აზრით, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ამ სცენის გულისთვის ღირს ფილმის ნახვა.

 Moncayo – Huapango 

ჰუაპანგო მექსიკური ფოლკის სახეობაა. ეს კომპოზიცია მექსიკელ კომპოზიტორს, ხოსე პაბლო მონკაიოს ეკუთვნის, რომელსაც პარიზის ორკესტრი ასრულებს. ამ კომპოზიციის 46-ე წამზე, სადაც ჩასაბერი ინსტრუმენტები შემოდის, თავისით გეღიმება… 1:02-ზე მაინც, როდესაც კომპოზიცია მძლავრდება და დინამიკა ვითარდება. ზუსტად ესე მოხდა ჩემს შემთხვევაში, როდესაც პირველად ტელეშოუში “მოცარტი ჯუნგლებში” მოვისმინე, რომელიც ჩემმა მეგობარმა, კიწიმ მირჩია; იქ მოვლენები ნიუ იორკის სიმფონიური ორკესტრის ირგვლივ ვითარდება, სადაც ახალი დირიჟორის ადგილს ახალგაზრდა მექსიკელი დაიკავებს. ერთ-ერთ ეპიზოდში, ორკესტრი გასტროლებზე მექსიკაში მიდის და სწორედ იქ ასრულებს აღნიშნულ კომპოზიციას.

ბუნებრივია, ამ კომპოზიციის მოსმენა ძალიან სასიმოვნოა, ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილებში, ფეხით ან ტრანსპორტით გადაადგილებისას, ისევე როგორც ბევრი სხვის – თუმცა  თვითიზოლაციის პირობებში, სახლშიც ქმნის შესაბამის განწყობას.

თინათინ კლდიაშვილი – GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი


Comments are closed.