Conal Fowkes – Let’s do it
კოლ პორტერის ამ სიმღერის განსაკუთრებულობა, ვუდი ალენის „Midnight in Paris” ში კარგად ჩანს. ზოგს თავად ვუდიმ შეაყვარა ეს სიმღერა, ზოგმა კი პირიქით, პორტერის გამო შეიყვარა ეს ფილმი. სიმღერა XX საუკუნის დასაწყისში დაიწერა და დღემდე უამრავი შემსურელებელი ყავს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ელა ფიტცჯერალდის ვერსიას, მაგრამ ახლა ქონალ ფოუქსის ვარიანტზე შევჩერდები.
Nina Simone – My Way
შემდეგი სიმღერაც ჩემდაუნებურად საფრანგეთს და ფრანგულ კინემატოგრაფიას უკავშირდება. თუმცა თვითონ სიმღერა წმინდა ამერიკული:)
მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიურ მეხსიერებაში ამ სიმღერის შემსრულენლად ფრენკ სინატრას ვინახავთ, ნინა სიმონეს ვერსია შეუდარებელია. 2010 წელს გადაღებულ, ფრანგულ ფილმში, „Little white Lies” მთელი სიუჟეტი ძალიან გავს ჩვენს ამჟამინდელ საკარინტინო მდგომარეობას. აქ მსახიობების ისეთი ფანტასტიური გუნდია შეკრებილი, რომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მათი კლასტერის რიგებში. ფილმის ფინალში სწორედ ნინას „ My way” ჟღერს, რაც უფრო ამძაფრებს ისედაც მძიმე სიუჟეტის მქონე ფილმის ძალიან ტრაგიკულ ბოლო სცენას.
Ella Fitzgerald – Tea for two
და კვლავ საფრანგეთი, ამჯერად 60-იანი წლების კინოშედევრი, გენიალური „დიდი გასეირნება“.(la Grande Vadrouille) ფილმი თითქმის 30 წელი ინარჩუნებდა კინორეიტინგების საწყის პოზიციებს. ვისაც ეს ფილმი კარგად ახსოვს, დამეთანხმება, რომ სტვენა – სტვენით შესრულებული ეს მელოდია ყველა კინომოყვარულს დადებით ემოციებით დატვირთულ მოგონებებს აღუძრავს.
Maria Callas – Casta Diva
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არია, სრულიად ფანტასტიკური მარია კალასის შესრულებით ბელინის ოპერიდან „Norma”, რომელიც გამოყენებული იყო ასევე ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმში “The bridges of Madison county” სადაც მთავარ როლებს კლინტ ისტვუდი და მერილ სტრიპი ასრულებენ.
Tony Bennett – I’ve Got The World On A String
და ბოლოს „I’ve Got The World On a String” ცოცხალი ლეგენდის, ტონი ბენეტის შესრულებით – ფილმიდან „Analyze This”. ფილმის დასასრულს, მთავრ გმირებს საქორწილო საჩუქრად, საკუთარი სახლის ეზოში საგანგებოდ აწყობილ სცენაზე მომღერალი ტონი ბენეტი ხვდებათ. ბენეტი ჩემი საყვარელი მომღერალია, ვოცნებობდი იგივე საჩუქარზე და მართლაც, ჩემს 34 -ე დაბადების დღეზე, კორპუსის ეზოში არა, მაგრამ პარიზის ოლიმპიას ისტორიულ დარბაზში მეც მიმღერა ტონიმ:)