ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თარგმანი დღესდღეობით არ არის ხელმისაწვდომი ქართველი სდუდენტებისათვის, რაც გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს უცხოურენოვანი მასალის წაკითხვასა და გააზრებაში.
წინამდებარე ნაშრომი, ფაქტობრივად, პირველია, სადაც სამართლებრივი ქეისები დეტალურადაა განხილული, რომლის ინიციატორიცა და ავტორიც არის GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი – გიორგი ტომარაძე.
ამასთან, აღნიშნული ნაშრომი საინტერესოა იმ მხირვაც, რომ მასში წარმოდგენილია ჰააგის სასამართლოს პოზიცია საქართველო-რუსეთის საქმეზე, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხთან მიმართებით.
ავტორი: გიორგი ტომარაძე
რედაქტორი: ქეთი თათეშვილი