GIPA უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტს ხსნის

By | ბლოგი

გაცნობებთ, რომ 4 მარტიდან GIPA უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტს ხსნის. ნებისმიერ მსურველს შეუძლია სხვადასხვა მოხმარების ნივთებისა თუ მედიკამენტების მოტანა. თითოეული თქვენგანის ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია.მისამართი: იეთიმ გურჯის #9სამუშაო საათები: 10:00 -18:00 (ორშაბათი-პარასკევი);11:00-14:00 (შაბათი)გიზიარებთ უკრაინის საელჩოს მიერ მოწოდებულ ბოლო სიას, საჭიროებებით.პრიორიტეტული წამლები:

  • ტრანექსამის მჟავა 100 მგ/მლ ან ტრანესტატი 100მგ/მლ
  • დექსალგინი
  • კეტოროლაკი /კეტანოვი
  • ყველა ზომის შპრიცი ინსულინის გარდა.
  • ადრენალინი / ნორეპინეფრინი
  • ონდანსეტრონი 100 მგ;
  • მაგნეზია ან დოპელჰერცი მაგნეზია
  • ნალოქსონი
  • ნიმესილი
  • გამაგრებული ლენტი მინიმალური კოჭები.
  • დოფამინი
  • გიდაზეპამი
  • ბარვოლა, კორვალენტი, კორვალოლ
  • კათეტერი (ვენფლონი) ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი.
  • ხსნარები პლასტმასში:
  • ნატრიუმის ქლორიდი
  • გეკი (Gek)
  • პლასმოვენი (Plasmoven)
  • რინგერი (500მლ)

პრიორიტეტული ნივთები: 

  • ნებისმიერი ფანრები.
  • ბატარეები.
  • Power Banks.

სხვა საჭირო ნივთები:

  • ლეიბები
  • დასაკეცი საწოლი
  • სითბოს დამზოგავი საბნები
  • საძილე ტომრები
  • საბნები
  • ბალიშები,
  • თეთრეული
  • პირსახოცები
  • ტანსაცმელი
  • საწვიმარი;
  • თბილი ტანსაცმელი(თერმოტანსაცმელი, ქურთუკი, შარფი, ქუდი, ხელთათმანი) და საწვიმარი.
  • ტანის სარეცხი საშუალებები, კბილის პასტები და ჯაგრისები, საფენები და ბალიშები, ქაღალდის პირსახოცები;
  • ანტისეპტიკები, მრავალჯერადი და ერთჯერადი ნიღბები, ალკოჰოლი;
  • სავარცხლები, ქალის, მამაკაცის და ბავშვის საცვლები, წინდები, მიკროფიბერის პირსახოცები, მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლის ნაკრები;
  • სწრაფი კვება, ენერგეტიკული ბარები, ჩირი, თხილი, დაკონსერვებული საკვები, ვერმიშელი, ხსნადი მარცვლეული

ასევე იხილეთ შეგროვების სხვა ადგილები:

Atoneli, 29 (RadioCafe) 12:00 – 00:00 Т: 579091355 Sergei

Tabidze, 9 (“GULI JEWELRY SHOP”, “STORIES CAFE”) 11:00-20:00 T: 599003347 Maria

Ketevan Tsamebuli, 82 (“GiOli Flowers”) 09:00 – 19:00

Ilia Chavchavadze , 27/29 10:00 – 21:00 T: 557408088 Tamara

საკონტაქტო : т. 597165253 ან т. 592096464

Comments are closed.