ფილმის მსოფლიო პრემიერა Sundance-ის კინოფესტივალზე გაიმართა, ევროპული პრემიერა კი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “Berlinale Forum”-ზე შედგა.
ფილმი შეირჩა ევროპული კინოდაჯილდოვების ნომინანტად. ”მოთვინიერება” წარდგენილი იყოს მსოფლიოს 30-მდე კინოფესტივალზე.
29 აპრილს საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, სალომე ჯაშის ფილმის “მოთვინიერება” კინოს სახლში დაგეგმილი ჩვენებები გაუქმდა.
ფილმის რეჟისორი, სალომე ჯაში GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია.
GIPA-ს ამავე პროგრამის კურსდამთავრებულებულები არიან ფილმის მკვლევარი თამარ მშვენიერაძე და ხმის ოპერატორი ანა დავითაშვილი, რომელიც Radio GIPA-ს ფროდაქშენ მენეჯერია.
ფილმის ჩვენება GIPA-ს Frontline Club Georgia-ში 13 მაისს 20:00 საათზე გაიმართება.
ჩვენებას მოდერაციას გაუწევს ფილმის მკვლევარი თამარ მშვენიერაძე. ჩვენების შემდეგ კი გაიმართება Q&A ფილმის რეჟისორთან.
მისამართი: ლადო ასათიანის 62, Frontline Club Georgia/Radio GIPA
ოპერატორები: გოგა დევდარიანი, სალომე ჯაში
ხმა: ნინო თევდორაშვილი, ანა დავითაშვილი, თენგო მანძულაშვილი, ფილიპ ჩომპი
მონტაჟი: კრის რაიტი
ქვეყანა: შვეიცარია/გერმანია/საქართველო Mira Film, CORSO Film, Sakdoc Film