გიორგი აბაშიშვილი: ძალა მომავალშია

By | ბლოგი

„ამ კორონამ გადაიაროს და …“ რეალობაა, რომ ამ ფრაზის დასრულება წარმოადგენს გარკვეული პროგნოზის გაკეთების საშუალებას, თუ რა მიმართულებით განვითარდება ეკონომიკა მომავალში.

ძალიან რთულია ახლა, ამ დროს, როდესაც მთავარი საფიქრალი, მთავარი დარდი ადამიანების ჯანმრთელობაა დასვა კითხვა „რას გავაკეთებ კრიზისის შემდგომ?“ თუმცა, ფაქტია, რომ „ეს შემდგომ“ პერიოდი მოვა და დაგვჭირდება კითხვაზე პასუხი ავტომატურად. 

შეიძლება ითქვას, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა განაპირობებს და განსაზღვრავს იმას, თუ ეკონომიკის რომელი მიმართულებები დაიწყებენ კრიზისიდან სწრაფ გამოსვლას. მოლოდინებიდან გამომდინარე, აუცილებლად აღმოჩნდება დარგები, სადაც იქნება ჭარბი მიწოდებაც და აღმოჩნდება დარგები, სადაც გქვენება ჭარბი მოთხოვნა.

მაგალითად, მე მთელი ფიქრებით კრიზისის შემდგომ დისტანციური განათლების სფეროში ვარ, ვხედავ და მჯერა, რომ მომავალში დისტანციურ განათლებაზე მოთხოვნა სულ უფრო მეტად მზარდი იქნება და მთავარ გამოწვევად დარჩება მიწოდება სახელმწიფოს მხრიდან (საკანონმდებლო ბაზა და მხარდაჭერა უნივერსიტეტებისათვის) და უნივერსიტეტების მხრიდან (ტექნოლოგიური ხარისხი, ლექტორების შესაბამისად მომზადება). შესაბამისად, ნებისმიერი ჩემი გეგმა უკავშირდება ადაპტირებასა და მომზადებას დისტანციური განათლების მიმართულებით. 

ფაქტია, რომ თუ წინასწარ მომზადებულები ვერ შევხდებით პოსტ კრიზისულ პერიოდს, მაშინ კრიზისი არასოდეს დასრულდება.

ერთი დიდი რისკი, რაც მიმდინარე პერიოდს აქვს არის „გადაბრალება“, ანუ დაშვება „რომ არა კრიზისი მე ეხლა …“ სჯობს გავიაზროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ახლავე მომავლისათვის, ვიდრე უბრალოდ მხოლოდ მიმდინარეზე ვიფიქროთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსავალი მომავალშია; გამოსავალი ფიქრშია კრიზისის შემდგომ (თუნდაც არ ვიცოდეთ დასასრულის კონკრეტული თარიღი). ვფიქრობ, რამდენად მეტადააც ვკონცერტრირდებით მოვალ გეგმებზე, იმდენად ადვილად შევძლებთ მიმდინარე პერიოდის სირთულეების დაძლევას.

ამჟამად კი, ჩვენ რეალურად ორი გზა გვაქვს განსახილველი: ეკონომიკა ომის დროს და ომის შემდგომ. თუმცა, საჭიროა შევძლოთ ორვე მიმართულებით ერთდროულად ფიქრი.

იდეალური სცენარია: ეკონომიკის მიმართულებით მაქსიმალურად ყველა დარგი შენარჩუნდეს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ნაკლებმა ადამიანმა დაკარგოს სამსახური, ნაკლები კომპანია აღმოჩნდეს მძიმე მდგომარეობაში და მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული კავშირები ბიზნესის სხვადასხვა სფეროს შორის.

თუმცა, იდეალური სცენარი ერთია, მეორეა მზაობა ცუდი სცენარის ან სცენარებისათვის. ხშირად გამოსავალს სახელმწიფოს განსაკუთრებულ როლში ვეძებთ, თუმცა გვავიწყდება, რომ სახელმწიფოს ჭარბი როლი ხშირად საკმაოდ პრობლემატურია. 

ასეთ ვითარებაში კრიზისის შეფასებ,ა ანუ სწორი დიაგნოზის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა გვინდა, მაშინ უნდა ვიცოდეთ თუ რა დაავადებას ვმკურნალობთ. შესაბამისად, თუკი ჩვენ ამ ეკონომიკურ კრიზისს შევხედავთ, როგორც სტანდარტულ კრიზისს, რომელიც წაგვიკთხავს რომელიმე სახელმძღვანელოში, სტატიაში და ა.შ. გამოსავალს პოვნასაც „ძველი გამოცდილებით“ ვეცდებით, ან ვივარაუდებთ – ეს კი მთავარი შეცდომა იქნება. 

სინამდვილეში, მთავრი რეალობის აღიარებაა, რეალობის, რომელიც გვეუბნება, რომ არატიპიურ კრიზისთან გვაქვს საქმე, სიტუაცია არ არის ორდინალური და შესაბამისად, კრიზისთან მიდგომებიც არაორდინალური გვესაჭიროება.

მთავარი შეცდომა #1. სახელმწიფომ გამოყოს 2,3,4,5….. მილიარდი

შეუძლებელია ასე საუბარი. თუ ვინმემ კონკრეტული ციფრი იცის, თუ რამდენი უნდა გამოყოს სახელმწიფომ, ალბათ,იმდენად განსწავლულია, რომ ვირუსის დასრულების თარიღიც ეცოდინება. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი ციფრებზე მსჯელობა ნაკლებად კვალიფიციურად მიმაჩნია. იქნებ ვიმსჯელოთ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მოქნილ მოქმედებებზე და არა წინასწარ დაწესებულ ზღვრებზე.

შეცდომა #2. შედარება განვითარებულ ქვეყნებთან ხარჯების მიმართულებით

დავუშვათ, ჩემს მიერ დასახელებული პირველი შეცდომა სულაც არ არის შეცდომა, მაშინ კითხვა: საიდან მოდის „მილიარდები“? თითქოს პასუხი მარტივია: ბიუჯეტიდან! თუმცა ხშირად გვავიწყდება მთავარი: განვითარებულ ქვეყნებს მათი მიმდინარე საბიუჯეტო ხარჯები მნიშნელოვნად მეტად აძლევს საშუალებას დროის მოკლევადიან პერიოდში, თუნდაც საგადასახადო შემოსავლების შემცირების ხარჯზე, მაინც შეძლონ გარკვეული დამატებითი ხარჯების გაწევა. თუმცა, განვითარებად ქვეყნებს მსგავსი რესურსი არ აქვთ. განვითარებად ქვეყნებს აქვთ გამოწვევა: ძალიან სწრაფად, „გადააწყონ“ არსებული საბიუჯეტო რესურსი და პარალელურად განუწყვეტლივ იმუშაონ, რათა მოიზიდონ დამატებითი დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაგან სესხების ან. უკეთეს შემთხვევაში, გრანტების სახით.  ეს ყოველივე კი დამატებით დროს მოითხოვს.

კიდევ ერთი შეცდომა: ყოვლისშემძლე სახელმწიფოს მოლოდინი 

მუდმივად, ვინც ამ საკითხზე საუბრობს კვლავ გაურბის კითხვას, რომელზე პასუხიც მომავლიდანაა. 

კრიზისის დასრულების შემდგომ, გაცილებით დიდი რისკია განვითარებადმა ქვეყნებმა მიიღონ დიდი საგარეო ვალი, სახელმწიფოს ჭარბი დომინირება ეკონომიკაში, მეტი კონტროლი, მეტი რეგულაციები და ვის უნდა ეს?

გაცილებით, მნიშვნელოვანია კონცენტრაცია  ჩვენივე მომავალზე! 

თუმცა, მომავალში ეკონომიკის სწრაფად აღდგენისათვის, დღეს აუცილებლად გვჭირდება: მაქსიმალური მოქმედება, რათა ამ პერიოდისათვის იფუნქციონიროს ეკონომიკის ყველა ძირითადმა მიმართულებამ, მაქსმიმალურად უზრუნველვყოთ იმ ადამიანების სოციალური დაცულობა, ვინც კრიზისის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა, ვცადოთ კრიზისის მაქსიმალური პრევენცია (რაც ავტომატურად ნიშნავს ყველა იმ დარგის/მიმართულების შენარჩუნებას, სადაც ელექტრონული ურთიერთობა დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მომხმარებელს შორის შესაძლებელია) და შევინარჩუნოთ საერთაშორისო სავაჭრო კავშირები ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ბევრი დრო არ დავკარგოთ იმაზე ფიქრში, თუ რა იქნება კრიზისის შემდგომ და დავიწყოთ მოქმედება დღესვე, მომავლისათვის.

გიორგი აბაშიშვილი – GIPA-ს კანცლერი


Comments are closed.